ჭადრაკი

12:39 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილის მე-2 გამარჯვება

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე Tata Steel Challengers 2016-ზე 4 ტური მიილია, ნინო ბაციაშვილის (2485) აქტივში კი ორ-ორი მოგება-წაგებაა.

მე-4 ტურში ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით საკმაოდ ძლიერი აზერბაიჯანელი ნიჯატ აბასოვი (2556) დაამარცხა და 2.0 ქულა მოაგროვა.

ნინო 14 მონაწილეს შორის რუს მიხაილ ანტიპოვთან (2567) და ჰოლანდიელ იორდენ ვან ფოორესტთან (2541) ერთად, მეექვსე-მერვე ადგილებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეექვსეა.

20 იანვარს ვეიკ-ან-ზეეში მე-5 ტურის პარტიები შედგება. ბაციაშვილი თეთრებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი 1.0 ქულით მე-12 პოზიციაზე მყოფი ჰოლანდიელი მიგელ ადმირაალი (2441) იქნება.

0.127283