ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ, რომელიც სერბული “მეგა ლეკსის” მაისურით სერბეთის კადეტთა და იუნიორთა პირველობაზე ირჯება, მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
“მეგა ლეკსმა” იუნიორებში “მლადოსტ ადმირალს” 76:65 (25:15, 14:17, 20:9, 17:24) სძლია, 16 წლის ქართველმა ფორვარდმა კი 15 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ბითაძის კლუბს 7 მოგება და 3 მარცხი აქვს და იუნიორებში “ბორაცთან” და “სლოდესთან” ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. პირველი “პარტიზანია” 9 გამარჯვებით.