მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ვაჟთა ბადეს ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოეთიშა, ჩოგბურთის ქართველი ქომაგის ყურადღება ქალების წყვილთა გათამაშებისკენ არის მიპყრობილი, სადაც ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა მოსინჯავს.
ქართველი ჩოგბურთელი, რომელსაც თებერვალში ფედერაციის თასზე ნაკრების ღირსების დაცვა მოუწევს, ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან გახლავთ შეამხანაგებული. პირველ წრეში კალაშნიკოვა და ჰსიე იაპონელებს – მისაკი დოისა და ნაო ჰიბინოს გაეჯიბრებიან.
მომავალი შეხვედრა 21 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი.