ჭადრაკი

0:07 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დამატებითი პარტიების გარეშე

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩების გადამწყვეტი პარტიები გაიმართა. პირველი ტურისგან განსხვავებით, დღეს მხოლოდ ერთ პარტია დასრულდა შედეგიანად.

ლელა ჯავახიშვილმა, მერაბ გაგუნაშვილმა და დავით ჯოჯუამ პირველ ტურში მოგების შემდეგ, პარტიები ფრედ დაასრულეს და ნახევარფინალის საგზურებიც მოიპოვეს. მათ ასპარეზობას შესაბამისად, ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე და ნანა ძაგნიძე გამოთიშეს.

ტურის ერთადერთ შედეგიან პარტიაში თორნიკე სანიკიძემ დაძაბულ ბრძოლაში შავი ფიგურებით მიხეილ მჭედლიშვილი დაამარცხა.

ამრიგად, ნახევარფინალში გავიდნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: თორნიკე სანიკიძე – მერაბ გაგუნაშვილი და დავით ჯოჯუა – ლელა ჯავახიშვილი.

რეგლამენტით, 20 იანვარს საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატზე ტაი-ბრეიქები იყო გათვალისწინებული. ვინაიდან, ყველა მონაწილის ვინაობა ძირითად მატჩებში გაირკვა, ხვალ ნახევარფინალისტები დაისვენებენ და მომდევნო შეხვედრები 21 იანვრის 14:00 საათზე დაიწყება.

0.114894