პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების 22-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორ-ორი მოთამაშე ლონდონური კლუბებიდან: “ტოტენჰემიდან” და “ჩელსიდან” არიან წარდგენილნი.
22-ე ტურის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”);
მცველები: ეშლი უილიამსი (“სუონსი”), ჯონ ტერი (“ჩელსი”), ჩარლი დანიელსი (“ბორნმუთი”), დერილ ჯანმაატი (“ნიუკასლი”);
ნახევარმცველები: ცესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”), ჯეიმს უარდ-პროუსი (“საუთჰემპტონი”), კევინ მირალაში (“ევერტონი”), კრისტიან ერიკსენი (“ტოტენჰემი”);
თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).