ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" ზედიზედ მესამე საკონტროლო მატჩი წააგო თურქულ შეკრებაზე. ჯერ იყო "ვერდერის" ძირითად და სარეზერვო გუნდთან მარცხები (0:1, 0:1), დღეს კი სლოვაკეთის "სლოვანთან" 0:2 დამარცხდნენ. მოკლედ, გოლების გატანა უჭირს "ინტერს", თუმცა ეს ამხანაგური შეხვედრებია.
"ინტერის" სასტარტოში ხუთმა ქართველმა ითამაშა: გიორგი ლომაიამ, ლაშა კასრაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა.
გერმანულმა "ფრაიბურგმა" შვეიცარიის "ლუცერნთან" ამხანაგური 1:1 დაასრულა. ლუკას ჰუფნაგელმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.