იტალიის სერია A-ს ბინადარმა რომის “ლაციომ” ბოსნიელ ნახევარმცველ სენად ლულიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი იუწყება. ლულიჩი, რომელსაც ძველი ხელშეკრულება 2017 წელს ეწურებოდა, “სტადიო ოლიმპიკოზე” 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.
30 წლის ბოსნიელი “ლაციოში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მას მერე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მანამდე კი შვეიცარიაში, კერძოდ, “გრასჰოპერსსა” და “იანგ ბოიზში” ირჯებოდა. რაც შეეხება ბოსნიის ნაკრებს, სენადს თავისი ქვეყნის პირველ გუნდში 46 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.