ფეხბურთი

16:50 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაის” უეფას ტურნირებზე თამაში აეკრძალება

სტამბულის “გალათასარაის” შესაძლოა, მომდევნო წლიდან ევროთასებზე თამაში აეკრძალოს. როგორც უეფას ვებგვერდი იუწყება, თურქული კლუბი მიმდინარე სეზონში ფინანსური ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევაშია ეჭვმიტანილი და სწორედ ამის გამო ემუქრება სასჯელი.

აღსანიშნავია, რომ იგივე საშიშროების წინაშე კიდევ სამი კლუბი დგას – “სპორტინგი”, “ჰალ სიტი” და ათენის “პანათინაიკოსი”.

ცოტა ხნის წინ კი, უეფამ იგივე სასჯელი კიდევ ექვს გუნდს, ბაქოს “ინტერს”, “დნიპროს”, “ტირგუ მურეშს”, “ბრაგას”, “ასტრასა” და “ბოტოშანს” გამოუტანა, რომელთაც უეფას ტურნირებში მონაწილეობა მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ეკრძალებათ.

0.119984