ფეხბურთი

16:31 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და “ტოტენჰემი” “უემბლიზე” თამაშს გეგმავენ

ლონდონური კლუბები, “ჩელსი” და “ტოტენჰემი” 2017-2018 წლების სეზონში თამაშს ლეგენდარულ “უემბლიზე” აპირებენ. როგორც გამოცემა “დეილი ტელეგრაფი” იუწყება, “ტოტენჰემი” მზადაა “უემბლის” სტადიონი ერთი წლით ინათხოვროს და ამის სანაცვლოდ სოლიდური თანხაც გაიღოს. თუმცა, “დეზებამდე” იგივე შეთავაზება “ჩელსიმაც” გააკეთა და შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ “უემბლიზე” ორივე გუნდმა ითამაშოს, რაც ამ ლეგენდარულ სტადიონს წელიწადში 75 მილიონი გირვანქის შემოსავალს მოუტანს.

მოგეხსენებათ, “ჩელსიცა” და “ტოტენჰემიც” ახალ სტადიონებს აშენებენ და სწორედ ამიტომ ეძებენ გამალებით სტადიონს, რომელზეც დროებით ითამაშებენ. “ტოტენჰემს” ახალი არენის აგება 400 მილიონი ფუნტი, ხოლო “ჩელსის” 500 მილიონი დაუჯდება.

0.12525