საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თბილისის “დინამომ” ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი გაიფორმა. როგორც თბილისური კლუბის ვებგვერდი იუწყება, 30 წლის გელაშვილმა “დინამოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 99 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ზესტაფონის” ექსფორვარდი, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი ორჯერ მოუგია, დედაქალაქურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გელაშვილი ბოლოს კვიპროსულ “პაფოსში” თამაშობდა, სადაც სეზონის პირველი ნახევარი გაატარა. მანამდე კი თამაში ალბანურ “ფლამურტარიში”, აზერბაიჯანულ “ყარაბახსა” და გერმანულ “ბოხუმში” მოასწრო. კარიერის გამორჩეული პერიოდი კი “ზესტაფონს” უკავშირდება, რომელიც 2012 წლის ზამთარში დატოვა.