ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სუონსი სიტის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს იტალიელი ფრანჩესკო გვიდოლინის სახით. აღნიშნული ინფორმაცია უელსური გუნდის ვებგვერდმა უკვე დაადასტურა. 60 წლის გვიდოლინი “ლიბერთი სთედიუმზე” 2017 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.
“წვრთნიდე ასეთ კლუბს, ეს დიდი შანსია. ამჟამად გუნდს კარგი პერიოდი არ უდგას, მაგრამ “სუონსი” კარგი გუნდია. “უდინეზეში” ყოფნისას, ვცდილობდით “სუონსის” სტილით გვეთამაშა, როცა ამ გუნდს ბრენდან როჯერსი ედგა სათავეში”, - თქვა წარდგენისას გვიდოლინიმ.
ფრანჩესკო გვიდოლინი ბოლოს “უდინეზეს” ხელძღვანელობდა (2010-2014) წლებში, ხოლო მას შემდგომ უმუშევარი იყო. გარდა ამისა ფრანჩესკოს საკმაოდ წარმატებით სიცილიურ “პალერმოში” უმუშავია, როცა კუნძულეები ხანგრძლივი პაუზის მერე სერია A-ში დააბრუნა. რაც შეეხება “სუონსის”, პრემიერლიგაში 22 ქულით მე-17 ადგილზეა.