ფეხბურთი

14:01 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი სამ კვირას გამოტოვებს

მადრიდის “რეალის” უელსელი შემტევი გარეთ ბეილი მომდევნო სამი კვირის განმავლობაში იუქმებს. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკას” ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველს გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა ფეხის დაზიანება ცხადჰყო და მის აღდგენით პროცესს ზემოთაღნიშნული დრო დასჭირდება. ბეილის სრულად გამოჯანმრთელებას ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიურ “რომასთან” პირველი მერვედფინალური მატჩისთვის ელოდებიან, რომელიც ზუსტად ერთი თვის თავზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, უელსელმა შემტევმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში, “სპორტინგთან” მატჩისას მიიღო და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ბეილი ხშირად ტრავმიანობს, რის გამოც ლა ლიგაში მხოლოდ 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა 13 გოლის გატანა მაინც შეძლო.

0.112886