ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში “სუონსიმ” შინ “უოტფორდი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ეშლი უილიამსის ანგარიშზეა, რომელმაც 27-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით მოაგებინა საკუთარ გუნდს და გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა.
დღევანდელი მატჩი “გედების” მთავარი მწვრთნელის რანგში უკანასკნელი გამოდგა ალან კურტისისთვის, რომელიც “სუონსის” დროებით წვრთნიდა. უელსური კლუბის ახალი დამრიგებელი იტალიელი ფრანჩესკო გვიდოლინი იქნება.
სუონსი – უოტფორდი 1:0 (1:0)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კი (ამატი 87), ბრიტონი, კორკი, რუტლიჯი (ბაროუ 66), სიგურდსონი, ა.აიუ (გომისი 82).
მწვრთნელი: ალან კურტისი
უოტფორდი (4-4-2): გომეში, კეტკარტი, ბრიტოსი, ნიომი (პარედესი 74), აკე, ბეჰრამი (ოულარე 87), კაპუ, უოტსონი, ხურადო, იგალო, დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გოლი: უილიამსი (27)
გაფრთხილებები: ბრიტოსი, სიგურდსონი – ხურადო, ნიომი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი