“მალაგას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნორდინ ამრაბატი “უოტფორდში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ცნობა “ლოსების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, “მალაგამ” მოროკოელი შემტევის სანაცვლოდ 5.6 მილიონი ფუნტი მიიღო.
ამრაბატმა მიმდინარე ლა ლიგაში 13 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.