ფეხბურთი

23:00 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნორვიჩმა” კლოზე გაიფორმა

“ვოლფსბურგის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ტიმ კლოზე კარიერას “ნორვიჩში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

27 წლის ცენტრალურმა მცველმა ახალ კლუბთან 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 7.7 მილიონი ფუნტია.

კლოზემ მიმდინარე სეზონში “ვოლფსბურგის” რიგებში 12 შეხვერა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

თეგებიტიმ კლოზე
0.133184