ბელგიის ნაკრების მეკარემ სიმონ მინოლემ “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალ კონტრაქტის მიხედვით, 27 წლის მეკარე “ენფილდ როუდზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მინოლემ მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” კარი 28-ჯერ დაიცვა და 29 გოლი გაუშვა.