ჩოგბურთი

18:34 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “დასანანია, რომ ჩემი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე”

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერთან მატჩს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ლეგენდარულ შვეიცარიელს ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში გადაეყარა და 2:6, 1:6, 2:6 დამარცხდა. აი, რა დაწერა ნიკოლოზმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

“როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორტსმენის მაგალითი იყო. ჩემთვის არ იყო დღეს მასთან თამაში ადვილი ცენტრალურ კორტზე. ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნერვიულობამ და დაძაბულობამ თავისი გააკეთა. ძალიან დასანანია ის, რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, მაგრამ გამოცდილება მივიღე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეცდომებითაც მოხდა, თუმცა, რა გაეწყობა – ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ – ისე. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისათვის და გულშემატკვივრობისთვის”.

0.116921