რაგბი

17:31 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრო დ2-მა ნახევარი გზა გაიარა

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის რეგულარული გათამაშება ეკვადორს გაუსწორდა. გუნდებმა პირველი წრის 15 ტური მოილიეს და სატურნირო ცხრილის მოწინავე ექვს ადგილს ქართველი ლეგიონერების გუნდები იკავებენ.

ტოპ 14-ის პირდაპირი საგზურის მომტან პირველ ადგილს, დიდი უპირატესობით იკავებს ზაზა ნავროზაშვილის “ლიონი”, რომელმაც ასტამურ იოსელიანისა და ტარიელ რატიანიძის “ნარბონი” 36:10 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ რატიანიძე იყო, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს და 76-ე წუთზე კვლავ მოუწია თამაშში დაბრუნება.

“ნარბონმა” პირველ ტაიმში მაგრად იბრძოლა, გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს, მაგრამ სტუმრები დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ და “ლიონი” ჯარიმების ხარჯზე 14:10 დაწინაურდა, ხოლო თამაშის განახლებიდან 4 წუთში კიდევ ერთი ჯარიმა მიითვალა. სამაგიეროდ, დასკვნითი 25 წუთი სრულად მასპინძლების იყო, მათ კიდევ 3 ლელო გაიტანეს და 78-ე წუთზე პრემიაც გაიფორმეს.

ლაშა ლომიძის “ბეზიემ” ელიზბარ ყუფარაძის “დაქსი” სტუმრად 20:18 დაამარცხა და მეორე ადგილზე დაწინაურდა. ლომიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ყუფარაძე ამ დაძაბულ თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. “ბეზიემ” ტაიმი 13:6 მოიგო, მაგრამ მერე ჯარიმები მოუმრავლდა და “დაქსი” 73-ე წუთისთვის 18:13 დაწინაურდა. მაგრამ სტუმრებმა 78-ე წუთზე ლელოთი წონასწორობა აღადგინეს, რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო, უკვე დამატებულ წუთებზე მასპინძელთა დამრტყმელს ჯარიმა გაუცუდდა და “ბეზიეც” მეორე ადგილზე აღზევდა, ხოლო “დაქსი” გასავარდნი ზონის სიახლოვეს დარჩა.

ანტონ ფეიქრიშვილის “ბეიონს” გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის “ტარბისთან” 10:19 მარცხი მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდა. ფეიქრიშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ნემსაძე დროებით შეცვლაზე მე-8-ედან მე-13 წუთზე, ხოლო სრულფასოვან შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. “ბეიონი” მე-18, 23-ე და 30-ე წუთზე სამჯერ დაისაჯა სინბინით და მაპინძლებიც 19:3 დაწინაურდნენ. 69-ე წუთზე უკვე “ტარბი” დარჩა კაცნაკლული და ლელო გაუშვა, მაგრამ სტუმრები მაინც უქულოდ დარჩნენ. “ტარბი”, რომელსაც 15 ქულა აქვს დაკლებული, ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა, პრო დ2-ში დარჩენის იმედი ჯერ არ დაუკარგავს.

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის “ორიაკი” მე-4 ადგილზე რჩება. მე-15 ტურის ქართულ დერბიში მან ბექა გორგაძე “მონ-დე-მარსანი” 29:15 დაამარცხა. სამი ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, შარიქაძე მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო გორგოძე მე-11-დან 23-ე წუთამდე სისხლზე შეცვალეს, ისე კი, სრულად ითამაშა.

მასპინძლებმა 15 წუთში 4 ჯარიმა გაიტანეს, მერე ერთი თავად გაუშვეს, 21-ე წუთზე კი, 5-მეტრა დერეფნიდან განხორციელებული იერიშისას დათუნაშვილმა ორჯერ შეუტია და ეს შეტევა ლელოთი დასრულდა. შესვენებამდე “ორიაკმა” ერთი ჯარიმაც გაიტანა, თუმცა, დამატებულ წუთებზე ლელო-გარდასახვა გაუშვა - 20:10. მეორე ტაიმში “მონ-დე-მარსანმა” კიდევ ერთი ლელო გაიტანა, მაგრამ 3 ჯარიმა გაუშვა, 59-ე წუთის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და “ორიაკმა” 4 ქულა ჩაიწერა.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსს” ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და 21:30 დამარცხდა. სამაგიეროდ, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ზაქაშვილი და 71 წუთი ითამაშა. მასპინძლებმა ორი ლელო გაუშვეს და სამი გაიტანეს, ისინი ორჯერ აგებდნენ, მაგრამ მე-60 წუთზე გატანილი ლელოთი უპირატესობა მოიპოვეს და 71-ე წუთზე გატანილი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. “ექს-ან-პროვანსი” ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” “კარკასონს” სტუმრად 13:12 სძლია და საპლეიოფო ხუთეულში დაბრუნდა. მაისურაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შეყლაშვილი შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. სტუმრებმა ტაიმი 10:9 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს.

2015-2016 წლების პრო დ2-ის სეზონი. XV ტური

ორიაკი - მონ-დე-მარსანი 29:15

ლიონი - ნარბონი 36:10

ბიარიცი - კოლომიე 26:3

კარკასონი - ალბი 12:13

ტარბი - ბეიონი 19:10

დაქსი - ბეზიე 18:20

მონტობანი - ბურგუენი 14:9

ექს-ან-პროვანსი - პერპინიანი 30:21

გუნდები +/-

1.

ლიონი

15

13

0

2

504:247

60

8

2.

ბეზიე

15

10

1

4

417:303

46

4

3.

ბეიონი

15

9

1

5

380:317

44

6

4.

ორიაკი

15

9

0

6

390:317

42

6

5.

ალბი

15

8

1

6

281:274

37

3

6.

პერპინიანი

15

7

1

7

327:314

35

5

7.

კოლომიე

15

7

2

6

284:339

34

2

8.

მონტობანი

15

7

0

8

288:339

31

3

9.

ნარბონი

15

6

0

9

309:322

30

6

10.

ბურგუენი

15

6

0

9

270:309

30

6

11.

მონ-დე-მარსანი

15

6

0

9

286:323

29

5

12.

ბიარიცი

15

6

0

9

315:285

28

4

13.

კარკასონი

15

6

0

9

257:378

27

3

14.

დაქსი

15

5

0

10

294:367

23

3

15.

ექს-ან-პროვანსი

15

5

0

10

268:399

22

2

16.

ტარბი

15

7

0

8

274:311

17

4

ტარბის დაკლებული აქვს 15 ქულა

XVI ტური. 21, 22, 24 იანვარი

ბურგუენი - ლიონი, ალბი - ბიარიცი, მონ-დე-მარსანი - მონტობანი, პერპინიანი - ტარბი, ბეზიე - ექს-ან-პროვანსი, ბეიონი - კარკასონი, ნარბონი - დაქსი, კოლომიე - ორიაკი

0.113495