ფეხბურთი

18:06 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მუტუ ევროპაში დაბრუნდა

ვეტერანი რუმინელი თავდამსხმელი ადრიან მუტუ კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 37 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ინდურ “პუნე სიტიში” თამაშობდა, რუმინეთის ჩემპიონატის ბინადარ “ტირგუ მურეშში” ჩაირიცხა. ფეხბურთელის თქმით, სამშობლოში პირველ ყოვლისა იმიტომ დაბრუნდა, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაში და შესაბამისად, რუმინეთის ნაკრებში მოხვედრა უნდა.

მუტუს კარიერის განმავლობაში არაერთი კლუბი გამოუცვლია, მათ შორის ლონდონის “ჩელსი” და ტურინის “იუვენტუსიც”, თუმცა გამორჩეული წლები მაინც ფლორენციის “ფიორენტინაში” აქვს გატარებული. რაც შეეხება რუმინეთის ნაკრებს, მუტუს 59 თამაშში 29 გოლი გაუტანია.

0.115294