“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა უეინ რუნიმ ლეგენადრული ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა. საქმე ისაა, რომ 30 წლის რუნისთვის კვირას, “ლივერპულთან” (1:0) გატანილი გოლი პრემიერლიგაში “იუნაიტედის” მაისურით 176-ე გამოდგა, ხოლო ანრის თავის დროზე “არსენალის” რიგებში ინგლისის მთავარ ლიგაში 175 გოლი გაუტანია.
ინგლისურ პრემიერლიგაში ერთი გუნდის რიგებში გატანილი გოლებით საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეული ასეთნაირია:
1. უეინ რუნი ("მანჩესტერი") - 176 გოლი
2. ტიერი ანრი ("არსენალი") - 175
3. ალან შირერი ("ნიუკასლი") - 148
4. ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი") - 147
5. რობი ფაულერი ("ლივერპული") - 128
აღსანიშნავია, რომ რუნიმ აღნიშნული გოლით, მისთვის ერთობ უსიამოვნო ტრადიციაც დაარღვია – კერძოდ, “ენფილდ როუდზე” უკანასკნელად გოლი 2005 წლის იანვარში გაეტანა. ანუ, უეინმა “ლივერპულის” ლეგენდარულ სტადიონზე 11 წლიანი მშრალი სერია შეწყვიტა.