ჭადრაკი

14:45 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილის პირველი გამარჯვება

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე წრიულ ტურნირზე პირველი პარტია მოიგო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა (2485).

ბათუმელმა დიდოსტატმა შავი ფიგურებით მასპინძელთა წარმომადგენელი იორდენ ვან ფორეესტი (2541) დაამარცხა. მომდევნო ტურში მისი მეტოქე აშშ-ს წარმომადგენელი სამუელ სევიანი (2578) იქნება.

ტურნირს 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2644) და ადიბან ბასკარანი (ინდოეთი, 2653) ლიდერობენ.

0.119094