სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებთან ერთად მონაწილეობას ქართველი მსაჯი ირაკლი კიკალიშვილიც იღებს.
კიკალიშვილმა 17 იანვარს გამართული სერბეთი - იტალიის ქალ წყალბურთელთა ნაკრებების ჯგუფური ეტაპის მატჩი სლოვაკ მარტინა კუნიკოვასთან ერთად იმსაჯა. შეხვედრა იტალიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 19:3 დასრულდა.
ირაკლი კიკალიშვილისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს მე-3 მატჩი იყო და იმედია, ევროპის წყალბურთის ფედერაცია ქართველ მსაჯს თამაშების განსჯის საშუალებას პლეი-ოფის ეტაპზეც მისცემს.