"დალას მავერიკსმა“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. ამის მიზეზი „სან ანტონიოა“, რომელიც შინაურ არენაზე მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა და ეს არც ზაზა ფაჩულიას გუნდთან თამაშისას დაუშვა.
ტეხასურ დერბიში დალასელები მეორე პერიოდის შუაწელამდე ღირსეულად იბრძოდნენ, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება და მატჩის ბოლომდე უპირატესობას გამუდმებით ზრდიდნენ. საბოლოოდ „სან ანტონიომ“ 29 ქულით - 112:83 მოიგო.
ზაზამ 21 წუთი ითამაშა და სროლები არ წაუვიდა: 7-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ შეხვედრა 5 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. სანანტონიოელმა ტიმ დანკანმაც 21 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა, თუმცა ფარქვეშ თავი ლამარკუს ოლდრიჯმა გამოიჩინა, რომელმაც 23 ქულით „სან ანტონიოს“ დიდი დახმარება გაუწია. ქართველმა ცენტრმა პატი მილსთან უხეშობისთვის არასპორტული ჯარიმა მიიღო, ხოლო დალასელთა მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაისლი მოედანზე შეჭრის გამო თამაშიდან გააძევეს.
დალასელთა სასტარტო ხუთეულის წევრთაგან მხოლოდ ვესლი მეთიუზი ასცდა 10-ქულიან ზღვარს და 12 ქულა მიითვალა. დირკ ნოვიცკი 4 ქულას დასჯერდა, ჩანდლერ პერსონსმა 5 მიითვალა, დერონ უილიამსის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.
ფაჩულიას გუნდს 23 მოგება და 19 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი გააჩნია „მემფისს“ და ეს გუნდები დასავლეთ კონფერენციაში 5-6 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს „დალასი“ ხვალ, შინაურ არენაზე „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავს.
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეგობრებო,ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ ჩემი პოსტი და შეძლებისდაგვარად დამეხმაროთ,ვისაც გაქვთ ფეისბუქი,გადადით ამ ლინკზე და უბრალოდ მოიწონეთ ფოტო,ჩემი ახლობელი იღებს მონაწილეობას კონკურსში და ძალიან სჭირდება stripslashes((strlen('https://www.facebook.com/KingsOlympiad/photos/a.900011063429737.1073742156.336453436452172/901605509936959/?type=3&theater')>0?'.https://www.facebook.com/KingsOlympiad/photos/a.900011063429737.1073742156.336453436452172/901605509936959/?type=3&theater':'.https://www.facebook.com/KingsOlympiad/photos/a.900011063429737.1073742156.336453436452172/901605509936959/?type=3&theater'))
გამოკითხვაში ზაზა მერამდენე ადგილზეა ხოარიცით?
დღეს თბილისის დროით დილის 9 საათზე იქნება ცნობილი საბოლოო შედეგები
დამიბერდა დანკანი
ჰო, მოტყდა ცოტა
ეს მოტეხილი დანკანი, კიდევ ბევრს ჯობიაა
ვეღარ ჯობია სამწუხაროდ, ვეღარ...
რათქმაუნდა ძველი ძველი დანკანის ნახევარი არაა, მაგრამ კლივლენთან ბოლო წუთებზე როგორ დაუტრიალდა ლავს და დატოვა გაღიმებული, თანაც იმ დროს, როდესაც კავალერია თამაშის დაქაჩვას აპირებდაა
Xval klivlendi Goldens etamasheba. mefes revanshi aqvs asagebi da vnaxot ramdenad gamouva. San Antonio kvalshi udgas goldens 2 wagebaa sxvaoba tan 4 tamashi uwevt mgoni ertmanettan.
გოლდენის ჯახი მეფის არმიასთან ძალიან მაინტერესებს, მეორე თამაშია უკვე მაგათი და გამოჩნდება რეალურად რა შეუძლიათ დაუპირისპირონ ერთმანეთს
მაგარი გუნდია სპურსი, ბებერი გაიძვერები ძალიან საშიშები არიან ყველასთვის
Tagliti
davdeb links game
ზაზას სან ანტონიოსთან სულ უჩირს წინა თამაშიც ამაზე უარესი იყო, ბიჩებო იქნებ გვიან ვინც უყურებთ დალასის თამაშებს ლინკი დადოთ ხოლმე თუ არ დაგეზარებათ
ვესტბრუკმა ზედიზედ 2 სამმაგი დუბლი გააკეთა და წინა ტურში ვაითსაიდმა ხომ საერთოდ სასწაული სამმაგი დადო.
და კალათბურთის სტატიებს ვინც დებს ასეთი რამე არ უნდა ეპარებოდეს, მეტი რაღა უნდა დაწერე სამმაგებს თუ არ დაწერ
არაუშავს 20 წუთში არცისე კატასტროფული შედეგი ქონიაა, სროლის პროცენტი ქონდა ზაზას მისთვის ძალიან ცუდიი
რა საშინლად მაგარი გუნდია რა ეს სან ანტონიო, პოპოვიჩით დაწყებული ლეონარდით დასრულებული არ მევასება არც ერთი მანდ მარა ფაქტია რო მაგრები არიან.
გაითვალისწინეთ,რომ ეს სან ანტონიოა ჩემი აზრით ლიგის საუკეთესო გუნდი
არაუშავს სამაგიეროდ ხვალ დაანგრევენ ბოსტონს !!
Ki parkerze dajarimda da chasagdebi burtebic ver chayara... Araushavs... Uchirs zazas san Antoniostan
ძაან ცუდად ითამაშაა ზაზამ , სამწუხაროდ და ერთ-ერთ მნიშვენლვონ მომენტში ტექნიკური ფოლიც აიკიდაა, მარა არაუშვს გამოასწორებს...
ნამდვილად ყველაზე სუსტი მატჩი იყო.
AR meyurebina jobda..... Ver iyo zaza da dallasi mowodebis simagleze
ისევ დათარსე ხო ხედავ.ვხუმრობ.