ფეხბურთი

23:48 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა

ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტური იდეალური გამოდგა “მანჩესტერ სიტისთვის”, რომელმაც გუშინ საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” გაანადგურა, ხოლო “ლესტერმა” და “არსენალმა” ქულები დაკარგეს. შესაბამისად, პრემიერლიგაში ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა, თუმცა “სიტიმ” ლიდერთა დუეტთან სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა.

ტურის ცენტრალური მატჩი კი, “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” პრინციპული მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

მთელი შეხვედრის განმალობაში ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს და გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

მერსისაიდელთაგანPპირველ ტაიმში გოლის გატანა ლალანას, ფირმინოსა და ჰენდერსონს შეეძლოთ, მაგრამ ან დე ხეა თამაშობდა კარგად, ან კიდევ ფეხბურთელები სცოდავდნენ გადამწყვეტ ფაზაში.

მეორე ტაიმიც “ლივერპულის” აქტიურობით დაიწყო და ემრე ჩანი ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ დე ხეამ ძალიან კარგად ითამაშა. სტუმრებს კი, პირველი სახიფათო მომენტი 55-ე წუთზე შეექმნათ: ენტონი მარტიალმა მახვილი კუთხიდან ოდნავ ააცილა. მასპინძელთაგან ყველაზე აქტიური ემრე ჩანი გახლდათ, რომელიც დე ხეას კარს კიდევ ერთხელ, ამჯერად შორი მანძილიდან დაემუქრა, მაგრამ ესპანელმა კიპერმა კვლავ ივარგა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსი “წითელმა ეშმაკებმა” გამოიყენეს: 78-ე წუთზე კუთხური გაითამაშეს, ხუან მატამ საჯარიმოში მარუან ფელაინის მიმართულებით ჩააწოდა, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი ხარიხამ მოიგერია და დამატებაზე უეინ რუნის მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა. მასპინძლებმა გაიბრძოლეს, თუმცა რაიმე ღირებულის შესაქმნელად ძალა აღარ ეყოთ და პრინციპულ მეტოქესთან მარცხი იწვნიეს – 0:1.

დღის მეორე მატჩში “სტოკმა” “ბრიტანია სთედიუმზე” “არსენალი” მიიღო და ერთპიროვნულად გალიდერების საშუალება არ მისცა. შეხვედრა თანაბრად ბრძოლაში წარიმართა და გოლის გატანა ორივე კლუბს შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ მატჩი უგოლოდ დასრულდა – 0:0.

ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ტურე (ბენტეკე 81), სახო, მორენო, კლაინი, ჰენდერსონი, ჩანი, ლეივა, ლალანა (აიბი 76), მილნერი (კოლკერი 90), ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, იანგი (ბორთუიკ-ჯექსონი 42), შნეიდერლენი, ფელაინი, მარტიალი, ლინგარდი (მატა 66), ერერა (დეპაი 72), რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლი: რუნი (78)
გაფრთხილებები: სმოლინგი, ფელაინი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სტოკი – არსენალი 0:0

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, შოუკროსი, ვოლშაიდი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, აფელაი (ვან გინკელი 88), კრკიჩი (დიუფი 64), არნაუტოვიჩი (ადამი 87), უოლტერსი, ხოსელუ.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, ბელერინი, მონრეალი, ფლამინი, რემსი, ჩემბერლენი (ჩემბერსი 91), უოლკოტი (ივობი 72), კემპბელი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: კრეიგ პაუსონი

0.199627