ჩოგბურთი

23:10 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ 10-ათასიანი ტურნირი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მე-2 განთესვის მქონე გორგოძემ ჯამში 5 მატჩი მოიგო, ფინალში კი მე-8 ნომრად მიჩნეულ ბულგარელ ვიკტორია ტომოვას 6:4, 6:0 სძლია.

18 იანვარს ანტალიაში მორიგი 10-ათასიანი ტურნირი დაიწყება და გორგოძე, ისევე როგორც სოფო ქვაცაბაია, ძალებს კიდევ ერთხელ სცდის.

0.11606