სხვა

21:41 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთმა გვაჯობა, წინ ჰოლანდიაა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში უნგრეთთან 3:14 (1:4, 1:4, 1:3, 0:3) წააგო და ახლა, ბრძოლას მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის გააგრძელებს.

ქართველ წყალბურთელებს მეტოქედ 9-გზის ოლიმპიური, 3-გზის მსოფლიოს და 12-გზის ევროპის ჩემპიონი გუნდი ჰყავდათ, ამდენად, მატჩის შედეგი წინდაწინვე ცნობილი იყო. საქართველოს ნაკრებიდან 2 გოლი კაპიტანმა ზურაბ რურუამ გაიტანა, ერთხელაც კი თავი დამირ ცრეპულიამ გამოიჩინა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველი წყალბურთელებისთვის ნამდვილი ევროპირველობა ახლა იწყება, რადგანაც თამაში დაახლოებით მისდარი ძალის გუნდებთან მოუწევს.

19 იანვარს საქართველოს ნაკრების პირისპირ ჰოლანდია დადგება, რომელიც მერვედფინალში ხორვატიასთან 9:16 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ქართველები და ჰოლანდიელები ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ ერთმანეთს დენ ჰააგში 2-ჯერ შეხვდნენ და მაშინ თითო მოგება-წაგება გაცვალეს.

თუკი ქართველმა წყალბურთელებმა “ნარინჯისფრებს” აჯობეს, მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში მეტოქედ თურქეთ-საფრანგეთს შორის გამარჯვებული ეყოლებათ.

0.112458