სარაგბო კლუბმა “როვიგომ”, ევროპის ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, იტალიურ დერბიში “მოლიანოს” 32:13 მოუგო, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და დასკვნით პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ეს იყო საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო სათამაშო დღე, მაგრამ “როვიგოს” ერთი გადადებული შეხვედრა აქვს და ახლა მთელს იმედებს მასზე ამყარებს. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე 8 გუნდი ორ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდა და თითოეული ჯგუფის თითოეული წარმომადგენელი, მეორე ჯგუფის ოთხეულს ერთ წრედ ეთამაშება. 4-წრიანი ციკლის დასრულების შემდეგ, ჯგუფის საუკეთესოები პლეი ოფში გადიან, სადაც მიმოსვლით შარშანდელი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულებს, ამჟამად ჩელენჯ ქაფის ძირითად ბადეში მოთამაშე გუნდებს უნდა შეხვდნენ.
ასეთი გუნდი იტალიური “კალვიზანო” და რუსეთის “ენისეია”, მაგრამ რადგან რუსეთის ჩემპიონი, რომელიც გაზაფხული-შემადგომას სისტემით ტარდება შარშან “კრასნი იარი” გახდა, ჩელენჯ ქაფზე სენსაციების მომხდენი “ენისეის” ნაცვლად, პლეი ოფში “კრასნი იარი” ითამაშებს.
გუშინდელი დღის მეორე მატჩში, რუმინულმა “ტიმიშოარა-სარასენსმა”, რომელსაც პლეი ოფში გასვლა უკვე გარანტირებული ჰქონდა, გერმანიაში “ა” ჯგუფის ლიდერი “ჰაიდელბერგი” 10:3 დაამარცხა და სწორედ ამ შედეგმა შეუნარჩუნა “როვიგოს” შანსი. ახლა “ჰაიდელბერგი” პირველ ადგილზეა და გატანილ-მიღებული ქულების სხვაობა +38 აქვს, “როვიგო 10 ქულით მე-3 ადგილზეა და მისი ქულების სხვაობა -=3-ია, მაგრამ თუ 23 იანვარს ბელგიაში “როიალ კიტურო” პრემიალური ქულით 41-ქულიანი სხვაობით დაამარცხა, გერმანელებს პირველ ადგილზე ჩაანაცვლებს და პლეი ოფშიც თავად გავა. პლეი ოფები აპრილში გაიმართება.
სატურნირო მდგომარეობები
ა ჯგუფი: 1. ჰაიდელბერგი (გერმანია) - 15 ქულა (+38); 2. ფიამე ორო (იტალია) - 12 ქულა; 3. როვიგო (იტალია) - 10 ქულა (-3); 4. ვალიადოლიდი (ესპანეთი) - 9 ქულა.
ბ ჯგუფი: ტიმიშოარა სარასენსი (რუმინეთი) - 19 ქულა; 2. დირეიტო (პორტუგალია) - 6 ქულა; 3. მოლიანო (იტალია) - 2 ქულა; 4. როიალ კიტურო (ბელგია) - 0 ქულა.
გამოტოვებული მატჩი. 23 იანვარი
როიალ კიტურო (ბელგია) - როვიგო (იტალია)