კალათბურთი

14:20 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე ტემპს არ აგდებს: 21 ქულა ლიდერ “გონზაგასთან”

დუდა სანაძის “სან დიეგომ“ ვაშინგტონის ქალაქ სპოქეინში „გონზაგასთან“ უშანსოდ – 52:88 წააგო, ქართველი უკანახაზელი კი სტუმრათა გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ. სანაძემ 21 ქულა მიითვალა, მის თანაგუნდელთაგან კი 10 ქულიან ზღვარსაც ვერავინ უწია.

სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 21 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და ოთხიდან ყველა საჯარიმო ჩააგდო.

სხვა საქმეა, რომ გონზაგელებმა კაილ უილტიერის (25 ქულა) წინამძღოლობით, მატჩის ბედი პირველი ტაიმის შემდეგვე გადაწყვიტეს. ისიც ვთქვათ, რომ სან დიეგოელებმა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან ბოლო 39 მატჩიდან 36-ე წააგეს.

1 მოგებითა და 5 მარცხით „სან დიეგო“ ვესტ ქოუსთის კონფერენციაში ბოლო მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი სტუმრად, პეპერდაინის უნივერსიტეტის გუნდთან, 21 იანვარს ჩაატარებს.

0.118446