ფეხბურთი

14:11 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

17 წლამდე ნაკრები მინსკის ტურნირზე გაემგზავრა

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები მინსკში საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ვასილ მაისურაძის გუნდი ბელარუსის დედაქალაქში 16 იანვარს ჩავიდა.

მინსკის საერთაშორისო ტურნირი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. წელს საუკეთესოს ტიტულისთვის 12 ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩ ჯგუფში უკრაინის, მოლდოვისა და ფინეთის 17 წლამდე ნაკრებები იქნებიან.

ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ მატჩს 18 იანვარს მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 19 იანვარს ქართველი 17 წლამდელები – ფინეთის ნაკრებს, ხოლო 21 იანვარს უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მინსკში 20 ფეხბურთელით გაემგზავრა.

17 წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

დავით კერესელიძე (ცხინვალი), ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნუგზარ სპანდერაშვილი, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე (ყველა – 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი, ლუკა ასათიანი (ორივე – იაგელონია, პოლონეთი), იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი, ნიკა შიხაშვილი (ყველა – საბურთალო, თბილისი), ლუკა სილაგაძე, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, მიხეილ ერგემლიძე (ყველა – დინამო თბილისი), ბექა ქავთარაძე (სლავია პრაღა).

მინსკის ტურნირი 2005 წლიდან ტარდება, 2016 წლის გათამაშებაში კი მონაწილეობას ბელარუსის, ლატვიის, სლოვენიის, ირანის, რუსეთის, ლიტვის, ისრაელის, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის, ფინეთისა და საქართველოს 17 წლამდე ნაკრებები მიიღებენ. ტურნირის გამარჯვებული გუნდი 24 იანვარს გამოვლინდება.

www.gff.ge

0.122394