ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე მე-6 მარცხი განიცადა.
დასავლეთის კომუსუბის ტიტულის მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან იორიკირით წააგო და ახლა, ურთულესი მისიის წინაშე დგას. იმისთვის, რომ ლევანმა ჰაცუ ბაშო კაჩი-კოშით (დადებითი ბალანსი) დაასრულოს, დარჩენილი 7 ბრძოლიდან 6 უნდა მოიგოს.
ქართველი სეკიტორის მორიგი მეტოქე აღმოსავლეთის კომუსუბი იკიოი იქნება, რომელსაც ასევე ორადორი მოგება აქვს. ამდენად, სერიოზულ ჯახს უნდა ველოდეთ.
თანაბარ ბალანსზე (4 მოგება, 4 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც მორიგი გამარჯვება (ოშიდაშით) დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტამავაშისთან იზეიმა. საინტერესოა, რომ ქართველმა დღევანდელ მეტოქეს მე-14 ბრძოლიდან მხოლოდ მე-2 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ტოკიოში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ტურნირის მე-9 დღეს კი ძალებს დასავლეთის მე-15 მაეგაშირა კიტატაიკისთან მოსინჯავს.
“იმპერატორის თასის” მოპოვების საუკეთესო შანსი იოკოძუნა ჰაკუჰოს და ოძეკი კოტოშოგიკუს გააჩნიათ, რომელთაც ზურგს 8-8 მოგება უმაგრებთ.
ჰაცუ ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა - 2:20-დან, ტოჩინოშინის - 5:50-დან