საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შუამარბ დავით კაჭარავას 16 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა, ის 31 წლის შესრულდა და საკუთარი იუბილე ევროპის ჩელენჯ ქაფზე ინგლისური “ნიუკასლისთვის” ორი გატანილი ლელოთი აღნიშნა.
მუდამ მომღიმარი “კაჭი” არა მხოლოდ “ბორჯღალოსნებისთვის”, არამედ კლუბისთვისაც შეუცვლელი ფიგურაა და ჩელენჯ ქაფზე, სადაც რუსეთის ჩემპიონი პირველდ მონაწილეობს, ყველა მატჩში მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. განვლილ მატჩებში მან არაერთხელ შეასრულა ყველაზე მეტი ბოჭვი და არაერთხელ მოიგო “ენისეის” მოთამაშეთაგან ყველაზე მეტი მანძილი, ამჯერად კი, ამ ყველაფერს 2 ლელოც დაემატა და საფინალო სასტვენის შემდეგ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან კაჭარავას როლი განუზომლად დიდია “ენისეის” წარმატებაში. მან რიგ ეპიზოდებში გუნდი გაშვებული ლელოსგან იხსნა, შეტევაში კი, ჩვეულად აქტიური იყო. 28-ე წუთზე ქართველმა შუამარბმა იური კუშნარიოვისგან მეტოქის ლელოდან 5-6 მეტრში შებრუნებული გადაცემა მიიღო, ინგლისელთა დაცვის ხაზი გაგლიჯა და ორი მორკინალის ბოჭვის მიუხედავად ლელოს მიწვდა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ რუსები 14:7 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში, თამაში 3 წუთის განახლებული იყო, როდესაც მან კუშნარიოვისგან კიდევ ერთი გადაცემა მიიღო, ამჯერად ლელოდან დაახლოებით 10 მეტრში, შექმნილი სივრცით კარგად ისარგებლა, ლელომდე მანძილი მაღალ სიჩქარეზე დაფარა და ზუსტი გარდასახვის შედეგად ანგარიში უკვე 21:7 გახდა.
ამას “ენისეიმ” 52-ე წუთზე ჯარიმა შემატა და ჯამში 24:7 იმარჯვა. ეს რუსეთის წარმომადგენელის მეორე ისტორიული გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კრასნოიარსკელებმა იმავე სოჭში ფრანგული “ბრივი” 10:7 დაამარცხეს, ხოლო ახლა მათი რწმენა კიდევ უფრო გაიზარდა და ინგლისელების დამაჯერებელი ძლევის შემდეგ იმაზე დარდობენ, რომ მეოთხე, პრემიალური ლელო ვერ გაიტანეს. არადა, ამის შანსი ჰქონდათ. მთლიანობაში, ამ ორმა მოგებამ რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ახლა ისინი საქართველოსთან წარმატების მიღწევაზეც სერიოზულად ფიქრობენ, მით უმეტეს, რომ წელს ერთა თასზე “დათვებს” სტუმრად ვეთამაშებით. სოჭში “ენისეისა” და “ნიუკასლის” თამაშს მხოლოდ 400 მაყურებელი დაესწრო.
კონკურენტის მარცხით ისარგებლა კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა”, რომელმაც კიდევ ერთი კონკურენტი, ირლანდიური “კონახტი” 21:18 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ ჯგუფის ლიდერი გახდა. ფრანგები ამ ტურნირში მეორე შემადგენლობით თამაშობენ და ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ვეტერანი შველიძე იყო, რომელმაც პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა.
შეხვედრას 3 ათასი მაყურებელი დაესწრო და “ბრივმა” ქულები ჯარიმებით აგროვა, ხოლო “კონახტმა” 3 ლელო გაიტანა, მაგრამ ვერცერთი გარდასახა და მონაგარს ერთი ჯარიმა შემატა. მასპინძლებმა ტაიმი 9:5 მოიგეს, შველიძის შეცვლისას კი, ანგარიში 12:8 იყო. მალე ირლანდიელები ლელოთი დაწინაურდნენ, ფრანგებმა ორი ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს, თუმცა 78-ე წუთზე ლელო გაუშვეს და წონასწორობა აღდგა (18:18). გარდასახვა არაზუსტი იყო, თამაში რომ განახლდა “ბრივმა” მეშვიდე ჯარიმა გაიტანა და სტუმრებს სიტუაციის შესაცვლელად დროც აღარ დარჩათ. შემდეგ ტურში “ბრივი” “ნიუკასლს” ინგლისში ეწვევა და ჯგუფიდან გასასვლელად უცილობლად მოგება ჭირდება.
მეორე ჯგუფში გიორგი ნაცარაშვილის “პომ” ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. ამჯერად ფრანგებმა ინგლისის “სეილ შარქსსს” 6 ათასი გულშემატკივრის წინაშე უმასპინძლეს და 3:27 დამარცხდნენ. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48 წუთი ითამაშა. ინგლისელებმა პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანეს და 22:3 დაწინაურდნენ, ხოლო 79-ე წუთზე მეოთხე, პრემიალური ლელო დადეს.
მესამე ჯგუფი მიხეილ ნარიაშვილის და დუდუ ქუბრიაშვილის “მონპელიემ” იტალიაში “კალვიზანო” 47:7 დაამარცხა, პრემიალური ქულაც აიღო და მეოთხედფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ნარიაშვილმა პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა. პირველ ტაიმში “მონპელიემ” მასპინძლებს 5 ლელო გაუტანა და 35:0 დაწინაურდა, მერე კიდევ ორი ლელო მიითვალა, მასპინძლებმა კი, ერთადერთი პრესტიჟის ლელო სულ ბოლოს მიითვალეს. დასკვნით ტურში “მონპელიე” “ჰარლექუინსს” მასპინძლობს და პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ექნება, თუ არა და თავისუფლად შეუძლია სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის ერთ-ერთი გახდეს.
მეოთხე ჯგუფში ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის “ლა როშელი” ინგლისში ქართველი ლეგიონერების გარეშე “გლოსტერთან” 10:20 დამარცხდა. ამავე ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძისა “ვუსტერ უორიორსმა” ასევე ქართველი ლეგიონერის გარეშე იტალიური “ძებრე” მიიღო და 15:22 დამარცხდა.
ქართველებს არ უთამაშიათ მეხუთე ჯგუფშიც, სადაც თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და გიორგი მარგველანის “აჟენი” შოტლანდიაში “ედინბურგთან” 0:23 დამარცხდა.
2015/2016 წლების ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. V ტური
I ჯგუფი
ენისეი (რუსეთი) - ნიუკასლი (ინგლისი) 24:7
ბრივი (საფრანგეთი) - კონახტი (ირლანდია) 21:18
1. | ბრივი (საფრანგეთი) | 5 | 3 | 0 | 2 | 91:61 | 15 | |
2. | კონახტი (ირლანდია) | 5 | 3 | 0 | 2 | 100:91 | 14 | |
3. | ნიუკასლი (ინგლისი) | 5 | 2 | 0 | 3 | 110:74 | 11 | |
4. | ენისეი (რუსეთი) | 5 | 2 | 0 | 3 | 58:133 | 8 |
მომდევნო ტური. 23 იანვარი
კონახტი (ირლანდია) - ენისეი (რუსეთი); ნიუკასლი (ინგლისი) - ბრივი (საფრანგეთი)
II ჯგუფი
ნიუპორტი (უელსი) - კასტრი (საფრანგეთი) 31:18
პო (საფრანგეთი) - სეილ შარქსი (ინგლისი) 3:27
1. | ნიუპორტი (უელსი) | 5 | 4 | 0 | 1 | 146:79 | 20 | |
2. | სეილ შარქსი (ინგლისი) | 5 | 4 | 0 | 1 | 116:73 | 18 | |
3. | კასტრი (საფრანგეთი) | 5 | 2 | 0 | 3 | 100:129 | 11 | |
4. | პო (საფრანგეთი) | 5 | 0 | 0 | 5 | 61:142 | 0 |
მომდევნო ტური. 21-22 იანვარი
სეილ შარქსი (ინგლისი) - ნიუპორტი (უელსი); კასტრი (საფრანგეთი) - პო (საფრანგეთი)
III ჯგუფი
ჰარლექუინსი (ინგლისი) - კარდიფ ბლუზი (უელსი) (დღეს)
კალვიზანო (იტალია) - მონპელიე (საფრანგეთი) 7:47
Fორმ | ||||||||
1. | ჰარლექუინსი (ინგლისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 182:55 | 20 | |
2. | მონპელიე (საფრანგეთი) | 5 | 3 | 0 | 2 | 179:107 | 15 | |
3. | კარდიფ ბლუზი (უელსი) | 4 | 2 | 0 | 2 | 129:91 | 11 | |
4. | კალვიზანო (იტალია) | 5 | 0 | 0 | 5 | 33:270 | 0 |
მომდევნო ტური. 22 იანვარი
კარდიფ ბლუზი (უელსი) - კალვიზანო (იტალია); მონპელიე (საფრანგეთი) - ჰარლექუინსი (ინგლისი)
IV ჯგუფი
გლოსტერი (ინგლისი) - ლა როშელი (საფრანგეთი) 20:10
ვუსტერ უორიორსი (ინგლისი) - ძებრე (იტალია) 15:22
1. | გლოსტერი (ინგლისი) | 5 | 5 | 0 | 0 | 137:75 | 21 | |
2. | ძებრე (იტალია) | 5 | 3 | 0 | 2 | 103:78 | 12 | |
3. | ვუსტერ უორიორსი (ინგლისი) | 5 | 1 | 0 | 4 | 77:113 | 5 | |
4. | ლა როშელი (საფრანგეთი) | 5 | 1 | 0 | 4 | 65:116 | 5 |
მომდევნო ტური. 22-23 იანვარი
ლა როშელი (საფრანგეთი) - ვუსტერ უორიორსი (ინგლისი); ძებრე (იტალია) - გლოსტერი (ინგლისი)
V ჯგუფი
ედინბურგი (შოტლანდია) - აჟენი (საფრანგეთი) 23:0
ლონდონ აირიში (ინგლისი) - გრენობლი (საფრანგეთი) 18:28
1. | გრენობლი (საფრანგეთი) | 5 | 4 | 0 | 1 | 153:131 | 18 | |
2. | ედინბურგი (შოტლანდია) | 5 | 4 | 0 | 1 | 102:69 | 17 | |
3. | ლონდონ აირიში (ინგლისი) | 5 | 2 | 0 | 3 | 139:89 | 12 | |
4. | აჟენი (საფრანგეთი) | 5 | 0 | 0 | 5 | 81:186 | 2 |
მომდევნო ტური. 23 იანვარი
აჟენი (საფრანგეთი) - ლონდონ აირიში (ინგლისი); გრენობლი (საფრანგეთი) - ედინბურგი (შოტლანდია)
https://www.youtube.com/watch?v=hBYEd1Cik70&feature=youtu.be