ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ორშაბათს ჩაებმება და როგორც უკვე ვიუწყებოდით, მისი მეტოქე ლეგენდარული როჯერ ფედერერი იქნება.
საინტერესოა, რომ ბასილაშვილის და მე-3 ნომრად განთესილი შვეიცარიელის მატჩი როდ ლეივერ არენაზე 18 იანვარს, თბილისის დროით 12:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი, ამდენად, ჩოგბურთის ქართველ ქომაგებს ძილის “გატეხვა” არ მოუწევთ.
ისიც ვთქვათ, რომ ბასილაშვილის და ფედერერის წყვილში გამარჯვებულ მე-2 წრეში ლიტველ რიკარდას ბერანკისს და უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.