ჩოგბურთი

12:14 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი წყვილთა ფინალში

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალი დრამატულ ბრძოლაში წააგეს.

ქართველები პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ფინალამდე 3 მატჩი მოიგეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უნგრულ-ავსტრიულ დუეტთან (ბუკტა-გრაბერი) 6:1, 4:6, 9:11 დამარცხდნენ.

სამაგიეროდ, გორგოძეს შანსი აქვს გამარჯვებას ერთეულთა თანრიგში მიაღწიოს. პირველი რეიტინგის მქონე ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ხსენებულ გრაბერს (მე-7) 6:3, 6:4 მოუგო და ფინალში ბულგარელ ვიკტორია ტომოვას (მე-8) გაეჯიბრება.

0.136002