კალათბურთი

11:35 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ორმაგი დუბლით "ანდორამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა

გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს – ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში შედეგიან თამაშს აგრძელებს. მისი გუნდი „მორაბანკ ანდორა“ კი მოგებებს აგროვებს და საპლეიოფო ლიგაში, სადაც შესვლა ძალიან რთულია, ადგილი გაიმყარა.

შერმადინმა თავი ამჯერად „სევილიასთან“ საშინაო მატჩში გამოიჩინა, რომელიც ანდორელებმა დამაჯერებელი სხვაობით – 92:73 მოიგეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 13 ქულა, 12 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. ისიც ვთქვათ, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტით, შერმადინი თანაგუნდელ ბენიტო გომესთან ერთად, ანდორელთა გუნდში საუკეთესო იყო.

16 მატჩიდან 8-8 მოგებ-წაგებით ანდორელები მე-6 ადგილზე არიან. პლეი ოფში რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი გადის. მორიგ მატჩში ესპანურ ლიგაში ქართული დერბი შედგება: ვიტორიაში თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩა“ შერმადინის გუნდს უმასპინძლებს.

www.gbf.ge

0.113097