იტალიის სერია A-ში მეორე წრე დაიწყო და ლიდერი კვლავაც უცლველია. “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “სასუოლოს” აჯობა, ხოლო მდევარმა მილანის “ინტერმა” მორიგი უფერული მატჩი ჩაატარა და ბერგამოდან შინ მხოლოდ ქულით დაბრუნდა.
“სასუოლოს” პირველ წრეში მხოლოდ 3 თამაში ჰქონდა წაგებული, ბოლო ტურში კი გასვლაზე “ინტერს” მოუგო და იმედოვნებდა, რომ ნეაპოლშიც შეძლებდა მინიმუმ ქულის მოპოვებას, თუმცა არ გამოუვიდა. არადა, “ნეროვედრისთვის” ყველაფერი კარგად დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე ჩირო პოლიტანოს პენალტით დაწინაურდა კიდეც. თუმცა, მერე ფეხბურთს მხოლოდ “ნაპოლი” თამაშობდა დამსახურებულადაც მოიგო. ისე, როგორ იქნებოდა მორიგი გოლები არ მიეთვალა გონსალო იგუაინს, რომელიც კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. არგენტინელმა ამჯერად ორჯერ იხეირა და უკვე 20 გატანილი გოლი დაუგროვდა. ძნელი წამროსადგენია “პიპიტას” ბომბარდირობაში ვინმე შეეცილოს. სანამ იგუაინი დუბლს შეასრულებდა, მანამდე ანგარიშის გათანაბრება ლორენცო ინსინიეს კარგი პასის მერე ხოსე კალეხონმა შეძლო. სხვათა შორის, ესპანელი შემტევისთვის ეს კალჩოს მიმდინარე სეზონში პირველი გოლია.
“ინტერის” კარს სამირ ჰანდანოვიჩი რომ არ იცავდეს, “ნერაძურის” წლეულს ნამდვილად ნაკლები ქულები ექნებოდა, ვიდრე ახლა აქვს. ბერგამოში, “ატალანტასთან” შეხვედრისას სლოვენიელმა კარის დარაჯმა დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა და თავისიანები უსიამოვნებებისგან არაერთხელ იხსნა. რაც შეეხება თავად შეხვედრას, ფრედ, 1:1 დასრულდა. ძირითადი მოვლენები კი საწყის 25 წუთში განვითარდა. ჯერ იყო და, დრამეს აქტიურობისას შედეგად ჯეისონ მურილოს კარი აერია და საკუთარ გუნდს გაუტანა, თუმცა ცოტა ხანში კოლუმბიელს არც მასპინძლეთა მცველი რაფაელ ტოლოი ჩამორჩენილა, რომელმაც ასევე ავტოგოლი მიითვალა, თანაც მეტად მოხდენილი... “ინტერნაციონალე” ლიდერ “ნაპოლის” უკვე 4 ქულით ჩამორჩა და თუ კვირას, ტურინის “იუვენტუსი” მოიგებს, მეორე ადგილსაც დაემშვიდობება.
ჩირო იმმობილეს გოლების გატანა სულაც არ დავიწყებია. მართალია, “დორტმუნდისა” და “სევილიას” ექსფორვარდმა ერთი გოლი შეაგდო და ისიც 11 მეტრიანის ნიშნულიდან, მაგრამ ეს მის ღვაწლს არ აკნინებს, რადგან მთელი თამაში მეტად აქტიურად ჩაატარა. მისმა “ტორინომ” კი დებიუტანტ და აუტსაიდერ “ფროზინონეს” 4:2 მოუგო. იმმობილე აქტიური კი გახლდათ, მაგრამ ტურინელთაგან საუკეთესო მაინც მისი მეწყვილე, ახალგაზრდა ანდრეა ბელოტი იყო, ვინაც სერია A-ში “ტორინოს” მაისურით სადებიუტო დუბლი შეასრულა. ამასთან მეოთხე გოლისას მარკო ბენასის ასისტენტობაც გაუწია.
“ატალანტა” – “ინტერი” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 15 000
“ატალანტა” (3-5-2): სპორტიელო; ტოლოი, მაზიელო, კერუბინი; კონტი (ბელინი 74), ჩიგარინი, დე რუნი, კურტიჩი (მილიაჩო 83), დრამე; გომესი (დიამანტი 85), მონაკელო
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ტელეში (ბიაბიანი 70); გუარინი (პერიშიჩი 58), მედელი, ბროჟოვიჩი; იოვეტიჩი (პალასიო 86), იკარდი, ლიაიჩი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 მურილო (17, ა.გ), 1:1 ტოლოი (25, ა.გ)
გაფრთხილება: ტოლოი (15), გომესი (41), მონაკელო (51), ჩიგარინი (90) – იოვეტიჩი (36), გუარინი (44), ბროჟოვიჩი (54), დ’ამბროზიო (62), ბიაბიანი (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 9 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ტორინო” – “ფროზინონე” 4:2 (3:1) (მიმოხილვა)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 17 000
“ტორინო” (3-5-2): იჩაზო; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი (ძაპაკოსტა 76), ბენასი, ბაზელი (აკქუა 71), ვივესი, მოლინარო (აველარი 66); ბელოტი, იმმობილე
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, აჯეტი, ბერტონჩინი (მ. ჩიოფანი 67), პავლოვიჩი; გუჩერი (ფრარა 67), სოდიმო, სამარკო; კრაგლი (დ. ჩიოფანი 83), დიონისი, ტონევი
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
გოლები: 1:0 იმმობილე (9, პენ), 1:1 სამარკო (33), 2:1 ბელოტი (37), 3:1 ბელოტი (41), 3:2 აველარი (74, ა.გ), 4:2 ბენასი (82)
გაფრთხილება: მოლინარო (60) – ბერტონჩინი (7)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 12 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“ნაპოლი” – “სასუოლო” 3:1 (2:1) (მიმოხილვა)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 37 000
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ჩირიკეში (კულიბალი 68), ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (დავიდ ლოპესი 87); კალეხონი, იგუაინი, ინსინიე (მერტენსი 77)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, არიაუდო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი (პელეგრინი 16), დანკანი; ფალჩინელი, პოლიტანო (ფლორო ფლორესი 68, დეფრელი 83), სანსონე
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 0:1 ფალჩინელი (3, პენ), 1:1 კალეხონი (19), 2:1 იგუაინი (42), 3:1 იგუაინი (90)
გაფრთხილება: აჩერბი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 5 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: პიერო ჯაკომელი