რადიო Jako Fm-მა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენთა გამოსავლენად სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა შორის ტრადიციული გამოკითხვა მოაწყო.
პირველი ადგილი ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დაიკავა, რომელიც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ევროპის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. საუკეთესო ათეულში ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდა:
- ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
- ვაჟ მორაგბეთა ნაკრები
- ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი)
- დავით ლორიაშვილი( სამბო, მსოფლიოს ჩემპიონი)
- პაატა ღვინიაშვილი( ქართული ჭიდაობა, საქართველოს ფალავანი)
- ლევან საღინაშვილი ( მკლავჭიდი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი)
- იმედა ჭინჭარაული ( მკლავჭიდი, მსოფლიოს ჩემპიონი)
- ავთანდილ ცერცვაძე (სუმო, ევროპის ჩემპიონი)
- დავით ტყებუჩავა (კარატე, მსოფლიოს თასის მფლობელი)
- ზურაბ ბუცხრიკიძე (მკლავჭიდი)