ფეხბურთი

15:09 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი – მაისამდე “ლოკომოტივის” ჭაბუკთა ლიგის გუნდში

გიორგი დევდარიანი თბილისის “ლოკომოტივის” ჭაბუკთა ლიგის გუნდის მწვრთნელად დაინიშნა. ლაპარაკია იმ გუნდზე, რომელიც ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონობის შემთხვევაში, შესაძლოა, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში გავიდეს. “ლოკომოტივის” ამ გუნდს გიორგი ჩიტაური თავკაცობდა, რომელიც “ლოკომოტივში” დარჩა, თუმცა სელექციონერად იმუშავებს.

დევდარიანმა ეს ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” დაუდასტურა და აღნიშნა, რომ მაისიდან უკვე უცხოეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას: შოთა არველაძის თანაშემწედ.

შეგახსენებთ, დევდარიანი ბოლოს თურქულ “ტრაბზონსფორში” მუშაობდა არველაძის ასისტენტად, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში.

0.116776