კალათბურთი

11:02 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 9 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება ჩიკაგოში (+VIDEO)

„დალას მავერიკსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის სამეულის წევრი „ჩიკაგო ბულსი" სტუმრად დაამარცხა და ამაში ზაზა ფაჩულიას სოლიდური წვლილი მიუძღვის. ტეხასური გუნდის ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლის ზღვარს უწია და სავარაუდოდ მეტსაც მოიხვეჭდა, მატჩის დასრულებამდე 1:40 წუთით ადრე პერსონალურების ლიმიტის გამო მოედანი რომ არ დაეტოვებინა.

იმ მომენტისთვის დალასელები 79:75 იგებდნენ და საქმე გამარჯვებამდე წარმატებით მიიყვანეს - 83:77. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი გაატარა. ზაზამ 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ზაზას 4 პასი მეორე შედეგი იყო „დალასში“. ზაზასთან ერთად გამორჩეულად სარგებლიანები იყვნენ დირკ ნოვიცკი (21 ქულა, 7 მოხსნა) და დერონ უილიამსი (18 ქულა, 6 პასი). ჩიკაგოელთაგან 17 ქულით და 8 მოხსნით პაუ გასოლი გამოირჩა, 18 ქულა მიითვალა დერიკ როუზმა.

დალასელებს მორიგ მატჩში რთული გამოცდა ელით. ფაჩულიას გუნდი 18 იანვარს სან ანტონიოში მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელსა და სრულიად ლიგაში მეორე შედეგის მქონე „სპურსს“ შეხვდება.

www.gbf.ge

0.125641