სხვა

0:57 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები მერვედფინალში უნგრეთს ეთამაშებიან

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში უნგრეთის უძლიერეს გუნდს გაეჯიბრება.

ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქართველმა წყალბურთელებმა C ჯგუფში სამივე მატჩი წააგეს და მე-4 ადგილი დაიკავეს, 9-გზის ოლიმპიურმა, 3-გზის მსოფლიოს და 12-გზის ევროპის ჩემპიონმა უნგრეთმა კი D ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო.

უნგრელებმა რუსეთს (12:6) და თურქეთს (20:5) დამაჯერებლად სძლიეს, საბერძნეთთან კი ფრედ (8:8) ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის კიდევ ერთმა ფავორიტმა საბერძნეთმა დასკვნით მატჩში რუსეთთან სენსაციურად წააგო (8:9) და მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ, მერვედფინალში ასეთი წყვილები “დაჯდა”:

16 იანვარი

ესპანეთი – მალტა

ჩერნოგორია – საფრანგეთი

სერბეთი – სლოვაკეთი

ხორვატია – ჰოლანდია

17 იანვარი

იტალია – თურქეთი

უნგრეთი – საქართველო (20:15)

რუმინეთი – საბერძნეთი

რუსეთი – გერმანია

ისიც ვთქვათ, რომ უნგრეთთან სავარაუდო მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, სადაც პირველი მეტოქე, დიდი ალბათობით, ჰოლანდია იქნება. “ნარინჯისფრები” ხორვატიასთან მატჩში ასევე უშანსოდ მოსჩანან.

0.13394