ფეხბურთი

0:05 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი გუნდთან ერთად ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს. Marca–ს ცნობით, ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა.

რამოსმა ტრავმა “დეპორტივოსთან” მოგებული (5:0) შეხვედრის პირველ ნახევარში მიიღო და მეორე ტაიმში მინდორზე აღარ გამოჩენილა. დიდი ალბათობით, სერხიო “ხიხონთან” კვირას გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

29 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში “ბლანკოსის” მაისური 14-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.116471