სხვა

21:21 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამანადგურებელი მარცხი იტალიასთან

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში იტალიასთან გამანადგურებელი ანგარიშით – 1:21 (1:5, 0:6, 0:6, 0:4) წააგო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, C ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

ტურნირის მერვედფინალში ქართველი წყალბურთელები D ჯგუფის გამარჯვებულს ეთამაშებიან, რომელიც უნგრეთი ან საბერძნეთი იქნება. მეტოქის ვინაობა დღის ბოლო მატჩის შემდეგ დაზუსტდება, რომელშიც საბერძნეთი რუსეთს გაეჯიბრება.

დღის პირველ შეხვედრაში ხსენებულმა უნგრეთმა თურქეთს 20:5 (4:0, 4:1, 5:1, 7:3) სძლია, საღამოს კი კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი: C ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ირიცხება, გერმანია რუმინეთს გაეჯიბრება.

ყველა მერვედფინალური წყვილის შემადგენლობა სწორედ ამ მატჩების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

0.113089