ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” მომავალზე ზრუნავს და 16 წლის იტალიელი ცენტრალური მცველი ლუკა ერკოლანი გაიფორმა. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” წერს. წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკები” ერკოლანის სანაცვლოდ იტალიის სერია D-ს კლუბ “ფორლის”, რომლის რიგებშიც ირიცხებოდა 16 წლის ვუნდერკინდი, 66 ათას ევროს გადაუხდიან. მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან და ტრანსფერს ოფიციალური სახე უახლოეს ხანებში მიეცემა.
ადვილი გამოსაცნობია, რომ ერკოლანი თავდაპირველად “მანჩესტერის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს და თუ თავს გამოიჩენს, შემდეგ დაწინაურდება მთავარ გუნდში. აღსანიშნავია, რომ “იუნაიტედის” აკადემიისთვის იტალიელი ფეხბურთელები უცხო არაა – თავის დროზე, იგივე გზა ჯუზეპე როსის, დავიდე პეტრუჩისა და ფედერიკო მაკედას გაუვლიათ, მაგრამ ძირითად გუნდში დამკვიდრება ვერცერთმა მათგანმა შეძლო.