ფეხბურთი

16:24 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩი წარსულში ბრუნდება და რანიერის იწვევს

ლონდონის “ჩელსის” მეპატრონე რომან აბრამოვიჩი “სტემფორდ ბრიჯზე” იტალიელი კლაუდიო რანიერის დაბრუნებაზე ფიქრობს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება. წყაროს ცნობით, რუს ოლიგარქს 64 წლის სპეციალისტის “ჩელსის” თავკაცის პოსტზე ხილვა ზაფხულიდან სურს. სხვათა შორის, რანიერითვის ლონდონი ნაცნობი ადგილია – იგი “ჩელსის” 2000-2004 წლებში ავარჯიშებდა, ანუ, კლუბში აბრამოვიჩის მისვლის პირველ წელს სწორედ ის იყო “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელი და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გაიყვანა, სადაც ფრანგულ “მონაკოსთან” დამარცხდა.

“ჩელსის” ამჟამად ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი წვრთნის, რომელიც გადაწყვეტილია, რომ შედეგის მიუხედავად, სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. რანიერი კი “ლესტერ სიტის” წარმატებით უდგას სათავეში – “მელიები” ყველასთვის მოულოდნელად პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებას 43 ქულით ლიდერობენ.

0.112642