კალათბურთი

15:07 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარლაისი: “ფაჩულიას უმნიშვნელო ტრავმა აწუხებდა”

“ოკლაჰომასთან” წაგებულ მატჩში ტეხასელთა მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაისმა სასტარტო ხუთეულის ოთხი მოთამაშე დაასვენა, მათ შორის ზაზაც, მაგრამ Sportsday-ს ცნობით, ფაჩულიას აქილევსის მყესი აწუხებდა.

“ფაჩულიას შესაძლოა “ოკლაჰომასთან” ეთამაშა, მაგრამ მას მცირე დისკომფორდი ჰქონდა”- განაცხადა კარლაისმა.

წყაროს ცნობით, ფაჩულიას ტრავმა უმნიშვნელო იყო და ქართველი კალათბურთელი “ჩიკაგოსთან” სათამაშოდ მზად იქნება.

0.10758