სხვა

14:01 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს ვერც ამჯერად აჯობა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ელიტარული მაკუუჩი დივიზიონში მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს უკვე 21-ედ დაუპირისპირდა და ნანატრი გამარჯვება ვერც ამჯერად იზეიმა.

“დიდმა ჩემპიონმა” ქართველ სეკიტორს უვატენაგეთია აჯობა და მას ჰაცუ ბაშოზე 2 მოგების წილ მე-4 მარცხი აგემა. ისიც ვთქვათ, რომ თავად “თეთრ ფენიქსს” 6-ვე ბრძოლა მოგებული აქვს და იანვრის სუპერტურნირს ოძეკი კოტოშოგიკუსთან და დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკაიასუსთან ერთად ლიდერობს.

კომუსუბის წოდების მქონე ტოჩინოშინს შეჯიბრის მე-7 დღესაც რთული ორთაბრძოლა ელის. მის პირისპირ კიდევ ერთი იოკოძუნა კაკურიუ დადგება, რომელსაც ზურგს 4 მოგება უმაგრებს. ამ დროისვის, ქართველი მონღოლთან ურთიერთშეხვედრებში 1:16 მარცხდება.

თანაბარი ბალანსი (3 მოგება, 3 მარცხი) მოუგროვდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიტაკეუმის ოშიტაოშით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუ დასავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, შაბათ დილით კი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ჩიიოოტორის გაეჯიბრება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:2-ს უგებს.

ჰაცუ ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა - 2:33-დან, ტოჩინოშინის - 8:04-დან

0.14969