ფეხბურთი

13:07 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი შეგირდების ფიზიკური მომზადებით უკმაყოფილოა

მადრიდის “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მისი შეგირდების ფიზიკური მომზადების დონით უკმაყოფილოა. Marca-ს ინფორმაციით, ფრანგმა სპეციალისტმა, მდგომარეობის გამოსასწორებლად, გუნდის ფიზიოტერაპევტს თითოეული მოთამაშისთვის მომზადების ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება დაავალა.

ზიდანმა “რეალი” იანვარში ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი შეცვალა. “სამეფო კლუბი” 19 ტურში მოპოვებული 40 ქულით ლა ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩება. ზიდანის შეგირდები უახლოეს მატჩს 17 იანვარს, საკუთარ მოედანზე ხიხონის “სპორტინგის” წინააღმდეგ გამართავენ.

0.113881