გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა. დღის ცენტრალური დაპირისპირება ტეხასში შედგა, სადაც “სან ანტონიომ” “კლივლენდ კავალიერსს” 99:95 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 27:22 მოიგეს. “სან ანტონიომ” გუნდური კალათბურთი ითამაშა - თერთმეტივე კალათბურთელმა მინიმუმ 2 ქულა ჩააგდო, მათ შორის საუკეთესო 24 ქულით ტონი პარკერი გახლდათ. “კლივლენდიში” 22 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.
“ფილადელფია” შინ ოვერტაიმით “ჩიკაგო ბულზთან” 111:115 დამარცხდა. “ხარების” გამარჯვების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ჯიმი ბატლერი გახლდათ, ბატლერმა კარიერაში ყველაზე მეტი 53 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა შემატა. ჯიმიმ 4-დან 2 სამქულიანი, 26-დან 13 ორქულიანი და 25-დან 21 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
“გოლდენ სტეიტმა” საკუთარ დარბაზში “ლეიკერსს” იოლად 116:98 მოუგო. კარიმ 26 ქულა ჩააგდო. გამთამაშებელმა 18-დან 8 სამქულიანი გამოიყენა. “გოლდენ სტეიტი” 37 მოგებით და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.
“იუტა” შინ “საკრამენტოს” შეხვედა. მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე ანგარიში 101:101 იყო, თუმცა ბოლო წამზე რუდუ გეიმ 2-ქულაინი ჩააგდო და “საკრამენტოს” 103:101 მოაგებინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დემარკუს კაზინსი გახლდათ - 36 ქულა, 17 მოხსნა.
“ორლანდო” – “ტორონტო” 103:106 (18:31, 36:30, 19:16, 23:19. ო.ტ. 7:10)
https://www.youtube.com/watch?v=H52BtE9UVcs
“ფილადელფია” – “ჩიკაგო” 111:115 (34:22, 28:24, 17:31, 25:27, ო.ტ. 7:11)
https://www.youtube.com/watch?v=hqbCcjHCQL4
“მემფისი” – “დეტროიტი” 103:101 (21:24, 27:19, 31:28, 24:30)
https://www.youtube.com/watch?v=Uyy2bBiUEQA
“სან ანტონიო” – “კლივლენდი” 99:95 (20:32, 24:18, 28:23, 27:22)
https://www.youtube.com/watch?v=f-JPj-ApzoY
“იუტა” – “საკრამენტო” 101:103 (12:26, 33:30, 26:26, 30:21)
https://www.youtube.com/watch?v=qu7BChawSo0
“გოლდენ სტეიტი” – “ლეიკერსი” 116:98 (24:23, 28:26, 34:23, 30:26)
https://www.youtube.com/watch?v=Gle0Kt_cw_g