2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში ჯგუფური ეტაპი დაასრულეს A და B ჯგუფების წარმომადგენლებმა. დღეს 4 მატჩი ვიხილეთ, რომლებმაც კვლავაც სენსაციების გარეშე ჩაიარა.
A ჯგუფი
ესპანეთი – ჰოლანდია 15:4 (5:0, 2:1, 3:2, 5:1)
ჩერნოგორია – სლოვაკეთი 15:6 (6:3, 6:0, 1:2, 2:1)
საბოლოო მდგომარეობა: ესპანეთი – 7, ჩერნოგორია – 7, ჰოლანდია – 3, სლოვაკეთი – 0
B ჯგუფი
ხორვატია – მალტა 22:2 (7:1, 5:1, 5:0, 5:0)
საფრანგეთი – სერბეთი 8:16 (4:3, 2:4, 1:3, 1:6)
საბოლოო მდგომარეობა: სერბეთი – 9, ხორვატია – 6, საფრანგეთი – 3, მალტა – 0
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატის თანახმად, მერვედფინალში ყველა ნაკრები გადის. ამდენად, ზემოხსენებული 8 ნაკრები მეტოქეთა ვინაობის შესატყობად, C და D ჯგუფებში თამაშების დასრულებას ელის. დღევანდელი მატჩების განრიგი ასეთია:
C ჯგუფი
20:15 საქართველო – იტალია
21:45 გერმანია – რუმინეთი
D ჯგუფი
12:30 უნგრეთი – თურქეთი
23:15 რუსეთი – საბერძნეთი