ფეხბურთი

20:54 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მადრიდის “ატლეტიკო” მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“როხიბლანკოსს” “რეალთან” ერთად ფიფამ ტრანსფერების განხორციელება 2017 წლის ზაფხულამდე აუკრძალა. ორივე კლუბი 18-წლამდე ფეხბურთელების ტრანსფერების წესების დარღვევაში დადანაშაულებული.

“დღეს ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კლუბს მომდევნო ორ სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელების დამატება აეკრძალა და “ატლეტიკო” 820 000 ევროთია დაჯარიმებული. კლუბი ფიფას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გაასაჩივრებს.” – ნათქვამია “ატლეტიკოს” ოფიციალურ განცხადებაში.

0.129739