ფეხბურთი

20:28 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალმა "შლიონსკთან" კონტრაქტი გააფორმა

ლაშა დვალმა 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ვროცლავის "შლიონსკთან", რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში მე-14 ადგილზეა. როგორც იცით, დვალი სეზონის პირველ ნახევარში გერმანის "დუისბურგის" ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა თამაში არ უწევდა და წლის ბოლოს მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყვიტეს.

დვალი 20 წლისაა და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი, შარშან კი ეროვნულ გუნდშიც ათამაშეს. მას დებიუტი გერმანიასთან თბილისში ჰქონდა: როცა პირველივე წუთზე ალეკო ამისულაშვილი დაშავდა, ცხადაძემ მის ნაცვლად დვალი შეიყვანა.

ლაშას ასევე უთამაშია რიგის "სკონტოსა" და თურქულ "ქასიმფაშაში". რაც შეეხება "შლიონსკს", ეს კლუბი პოლონეთის ორგზის ჩემპიონია, ორჯერ მოუპოვებია თასიცა და სუპერთასიც.

0.11953